სვანეთში პოლონელი ტურისტი დაიკარგა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მესტიის საგანგებოს სიტუაციების სამსახურის უფროსმა ვიტალი მარგიანმა აცნობა.
მარგიანის ინფორმაციით, ორი პოლინელი ტურისტი გოგონა წუხელ მესტიიდან უშგულის მიმართულებით ნაქირავები ავტომანქანით გაემგზავრნენ.
„შემთხვევა მესტიიდან 30 კილომეტრში მოხდა. ერთი პოლონელი ტურისტი უკვე ნაპოვნია.მისი მონათხრობის თანახმად, უშგულთან დროებით შეჩერების დროს თავისი მეგობარი ავტომანქანიდან გადავიდა, მდინარესთან ფეხი დაუცურდა და წყალში გადავარდა“ - განაცხადა მარგიანმა.
პოლონელი ტურისტის გადასარჩენად საგანგებო სიტუაციებისა და პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად სამძებრო სამუშაოები წუხელვე დაიწყეს, თუმცა გოგონას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დაკარგული პოლონელი ტურისტის მოსაძებნად მაშველებმა სამძებრო სამუშაობი დღეს დილით განაახლეს.

















