logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომპანია „ჯეოსეიფთი“: ვფიქრობთ, 35 საათიანი თეორიული სწავლება არ ამზადებს კადრს იმისთვის, რომ მან იზრუნოს უამრავი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და საკუთარი თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენოს
კომპანია „ჯეოსეიფთი“: ვფიქრობთ, 35 საათიანი თეორიული სწავლება არ ამზადებს კადრს იმისთვის, რომ მან იზრუნოს უამრავი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და საკუთარი თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენოს
22:40 24.07.2019
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია „ჯეოსეიფთი“ კომენტარს აკეთებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ ინტერვიუზე რამაც საერთაშორისო სწავლებების პროვაიდერი კომპანიების გაღიზიანება გამოიწვია.

“ბოლო ეთერში ჩვენს მიერ გამოხატულმა აზრმა აგრესია გამოიწვია საერთაშორისო სწავლების პროვაიდერ კომპანიებში. გვინდა, განვაცხადოთ, რომ არავითარ შემთვევაში არ ვაყენებთ პროვაიდერი კომპანიების დამფუძნებლებისა და ტრენერების კვალიფაკაციას ეჭქვეშ, პირიქით, პატივს ვცემთ მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. გაიჟღერა აზრმა, რომ ჩვენ შეგნებულ ანტიპიარს ვუკეთებთ კომპანიებს და პარალელურად, ჩვენს კომპანიას ვუქმნით იმიჯს, რაც მცდარი მოსაზრებაა. ამგვარი ქმედებები არ შედის ჩვენს პოლიტიკაში და ასევე, საგანმანათლებლო ცენტრებს აღვიქვამთ არა კონკურენტებად, არამედ მიმართულების დამხმარე ორგანიზაციებად.

„ჯეოსეიფთი“ არ არის დაკავებული სპეციალისტების გადამზადებით, ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურება კვალიფიციური კადრების მეშვეობით. მივესალმებით ყველა კომპანიას, რომელიც ანხორციელებს ნებისმიერ პროდუქტიულ საქმიანობას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, როგორც სტუდიაში ავღნიშნეთ, ამ დარგში არის კადრებისა და სპეციალისტების დეფიციტი, შესაბამისად, გვჯერა, რომ კრიზისთან ბრძოლა ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანს.

ჩვენ საზოგადეობას გავუზიარეთ პოზიცია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები და ვთვლით, რომ კურსების ხანგრძლივობა არ არის საკმარისი დამწყები მოხალისისთვის, შეითავსოს ყველა ის მოვალეობა, რაც მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე მუშაობას უკავშირდება და ახლაც მტკიცედ ვრჩებით ამ პოზიციაზე. ასევე, შეგახსენებთ, რომ ინციდენტის ან უბედური შემთხვევის დროს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს 240-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუკი მან სათანადოდ ვერ შეაფასა არსებული რისკები და არ განსაზღვრა მათი კონტროლი. ასეთ დროს მისი თავისუფლება რისკის ქვეშ დგება და ვფიქრობთ, რომ 35 საათი თეორიული სწავლება არ ამზადებს კადრს იმისთვის, რომ მან იზრუნოს უამრავი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და საკუთარი თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენოს. კიდევ ერთხელ გვსურს, დავაფიქსიროთ, რომ ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება სპეციალისტის ცნობიერების ამაღლებას და მისი ცოდნის გაღრმავებას, ჩვენგან მხოლოდ პატივისცემა დასრული თანადგომა აქვს” - აცხადებენ კომპანიის დამფუძნებლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა