logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ოპერატორები სერტიფიცირებას გაივლიან
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ოპერატორები სერტიფიცირებას გაივლიან
17:44 24.07.2019
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი დაამტკიცა. რეგულაციის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების გამოყენებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მგზავრთა უფლებების დაცვა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების, საფრენოსნო ექსპლუატაციის და სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნების დადგენის გზით.

ნორმატიული აქტი კრძალავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირების შედეგად გაცემული სერტიფიკატის (UOC - ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი) ფლობის გარეშე. ამასთან, ექსპლუატანტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი) მგზავრისა და მესამე პირის მიმართ.

წესის თანახმად:
• ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება რეგისტრაციის სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად;
• ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად ფლობს პილოტის მოქმედ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე, აგრეთვე ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება;
• ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ექსპლუატაცია განხორციელდება აეროდრომიდან ან საფრენი მოედნიდან რომლის ფიზიკური მახასიათებლები, დაბრკოლებისაგან შემზღუდავი ზედაპირები და ვიზუალური დამხმარე საშუალებები უზრუნველყოფს ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციას;
• სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველსაყოფად, ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს ეკიპაჟის წევრების მომზადება, გაფრენისწინა შემოწმება და ექსპლუატაციაში არსებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის დაცვა არასანქცირებული წვდომისაგან.
• სერტიფიკატი გაიცემა და მოქმედების ვადა გაგრძელდება 24 თვის ვადით. სერტიფიკატი ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ მის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

წესის მოქმედება არ გავრცელდება ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე, ზემსუბუქ საფრენ აპარატებზე, ასევე ზსხ-ის ექსპლუატაციაზე, რომელიც მოიცავს ფრენას პირადი მიზნებისთვის, სპორტულ და ფიგურულ (ავიაშოუ) ფრენებს.

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებთ, ინდუსტრიასთან კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში აღნიშნული საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და ინდუსტრიის მხრიდან მათი კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციის ინტერესმა განაპირობა. ფრენების უსაფრთხოების და მგზავრთა უფლებების დაცვასთან ერთად, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ეროვნული მარეგულირებელი ნორმების არსებობა ხელს შეუწყობს ამ მიმართულების სამომავლო განვითარებას, რაც შეუძლებელი იქნებოდა, ავიაკომპანიებისთვის დადგენილი მოთხოვნების ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე გავრცელების შემთხვევაში.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდზე, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, ისე ცალკე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართულებით შექმნილ განყოფილებაში: http://www.gcaa.ge/geo/ultralightaircrafts.php

დამატებითი ინფორმაცია: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ზსხ) არის საჰაერო ხომალდი არაუმეტეს 2 სავარძლით, არაუმეტეს 600 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით ხმელეთიდან და 650 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით წყლის ზედაპირიდან ოპერირებისას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა