logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იუსტიციის სახლის ფილიალებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა
იუსტიციის სახლის ფილიალებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა
11:49 23.07.2019
23 ივლისიდან, იუსტიციის სახლის ფილიალებში, მომხმარებელი კიდევ ერთი ახალი სერვისის - „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ’’ მიღებას შეძლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და უკვე დღეიდან მომხმარებელს სერვისის შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება.

აღნიშნული სერვისი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.

„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე. სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში - 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში - 35 ლარს; 1 სამუშაო დღეში - 45 ლარს.

იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების გაცემა 2017 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი - “ცნობა ნასამართლობის შესახებ” რომლითაც დღემდე, იუსტიციის სახლის მეშვეობით, 42 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა.

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების უფრო მეტი ეფექტურობისა და ყველა მომხმარებლისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ორგანიზაციაში ახალი სერვისების დანერგვის პროცესი კვლავ გრძელდება.

უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის -„ცნობა ავტოსატრანსორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

იუსტიციის სახლი არის ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისს ერთ სივრცეში, მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში აწვდის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა