logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
​პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე მუშაობა დაიწყო
​პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე მუშაობა დაიწყო
10:04 22.07.2019
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი წარმატებული ექიმები იქნებიან ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მედეას ქვეყანა და მედიცინა ქართველებისათვის გენეტიკური დარგია. ამის მაგალითი კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწე ქართველი ექიმები არიან. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია მათთან კავშირებისა და კონტაქტების შენარჩუნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ბოლომდე გამოყენებული არ არის.

,,30 წლის წინ წამოწყებული ეს საქმე დღეს სამაგალითოა. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 1989 წელს კერძო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება გმირობა იყო.
დღეს ეს უკვე მთელი ქვეყნისთვის საამაყო წარმატებული უნივერსიტეტი და წარმატებული საქმეა. თქვენ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ, რადგან ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს განვითარება უზრუნველყოფს ჯანმრთელი თაობების გაზრდას.

თქვენ შეძელით და ამ პროფესიაში მაღალი დონის კადრები მოამზადეთ. ეს ურთულესი პროფესიაა, სადაც მნიშვნელოვანია კადრების ხარისხი და ღირსება. პროფესია, რომელსაც ბევრი მოეთხოვება და არაფერი ეპატიება.

თქვენ დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმე - უცხოეთში სტუდენტების გაგზავნა, იქ მათი მომზადება, დაბრუნების ხელშეწყობა და მათთან კავშირების შენარჩუნება, რათა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის დახმარება. აუცილებელია ვიცოდეთ ვინ წავიდა, ვინ დაბრუნდა და ვინ განაგრძობს საზღვარგარეთ საქმიანობას.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო დარგში ერთ- ერთი წამყვანი ქვეყანა. სამედიცინო ტურიზმი ჩვენი ტურიზმის მნიშვნელოვანი დარგია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა