logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა
ივანე მაჭავარიანი: ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა
13:12 20.07.2019
"ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც სამინისტროებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ამგვარი დიალოგის უმთავრესი მიზანია, ფინანსთა სამინისტროს, პირადად მას ჰქონდეს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტას ხალხი ითხოვს.

ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ფინანსთა მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ადგილზე დაათვალიერეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც ამჟამად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

ადგილობრივებთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის, 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, წყალმომარაგების, სოციალური თუ განათლების პროგრამების შესახებ გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ჩართულობის შედეგად მიიღებს.

„ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ მოსახლეობისგან მომესმინა, თუ რას ანიჭებენ ისინი პრიორიტეტს, რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა მათთვის. ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს 2020 წლის ბიუჯეტირების პროცესი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდე, თუ რა საკითხებია პრიორიტეტული რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, შეძლებისდაგვარად, მოხდეს ამ საკითხების გათვალისწინება და ასახვა 2020 წლის ბიუჯეტში. მოსახლეობასთან შედგა გულახდილი, ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა, ასევე, მოვისმინეთ მადლობის სიტყვები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან ადეკვატურია ჩვენი მოსახლეობა. განსაკუთრებით, რეგიონებში, სოფლად, მთაში. ისინი ზუსტად ხედავენ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და მათი მოთხოვნები არის რეალისტური. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს ხმა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ, იქნება ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დონეზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს რეგიონში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების გამო.

„აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესი კვლავ გაგრძელდეს. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აწუხებს ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და რაც ჩვენ მიერ იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ფინანსთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა ადგილზე დაათვალიერეს სოფლების: ქოსოფლისა და ოქროპილაურის ხიდების სამშენებლო სამუშაოები, გაეცნენ გაზიფიცირების მეორე ეტაპს, რომლის დასრულების შემდეგ, დამატებით, მოხდება 5 200 აბონენტის გაზიფიცირება.

როგორც აღინიშნა, ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების, საავტომობილო და შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა, დაგეგმილია საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის მშენებლობა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს და დაგეგმილია საავტომობილო და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, დაბა შუახევში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის, ბაგა-ბაღების, პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა, შუახევის სამთო იალაღებზე აქტიურად მიმდინარეობს შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობითი სამუშაოები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა