logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს
15:45 19.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ კახეთის გზატკეცილზე (ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი) მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 ივლისის 02:00 საათიდან 4 ნოემბრამდე, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

კერძოდ:

- პირველ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. შესაბამისად, ტრანსპორტი იმოძრავებს შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით.

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გაცალმხრივდება ბუშის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით, ასევე, კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით.

- კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს ლეხ კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნის“ მხრიდან, ჩაჩავას ქუჩის გავლით. კაჩინსკის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ.

- ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ - ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე, მარჯვნივ და მარცხნივაც - ქეთევან დედოფლის გამზირზე.

- ქეთევან დედოფლის გამზირიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ - ჩაჩავას ქუჩისკენ. კვლავინდებურად დაშვებული იქნება ბუშის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა.

- ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ - ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით.

- ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება. შესაბამისად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით.

- ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“, კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს როგორც მარცხნივ - ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე, მარჯვნივ - ქალაქის გასასვლელის მიმართულებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა