logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა
ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა
16:51 18.07.2019
ისნის რაიონის გამგეობამ, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

სამუშაოები თანმიმდევრულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ რიგში, 410 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვალა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, რაც ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მარტში დაასრულა.

აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთისძირის მეორე შესახვევში პირველად ჩატარდა. 2 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან მისასვლელი გზები.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენს რაიონში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც გზის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხერხდებოდა და მოსახლეობა წლების განმავლობაში შეწუხებული იყო. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მოლაპარაკების შედეგად, მიმდინარე წელს ქუჩის თანმიმდევრული, სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. კაპიტალური, ასფალტიანი გზა, დასახლების არსებობის მანძილზე ფაქტობრივად, პირველად მოეწყო“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მთისძირის II შესახვევში საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გუმმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 152 781 ლარი დაიხარჯა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა