logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის პრეზენტაცია გაიმართა
16:40 18.07.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტის „Global Forest Watch“ თანამშრომლობით საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა. ახალი ონლაინ პლატფორმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელდა.
ატლასის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი საშუალებას იძლევა თანამედროვე მეთოდით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გარემოსდაცვითი ინფორმაცია.

„ატლასში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება. შესაბამისად, ატლასი ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის და ანალიზის საშუალებას მოგვცემს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დინამიკაში დააკვირდეს საქართველოში ტყის მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს ახალი სტრატეგიული მიდგომა ტყის დაცვისა და მართვის მიმართულებით. შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. შემოდგომაზე ქვეყანას ექნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის რესურსის დაცვასა და მდგრად მართვას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი წარმოადგენს ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარის, ტყის ხანძრების, ხე-ტყის და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ.

ონლაინ პლატფორმა მოიცავს, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებულ, დამუშავებულ მონაცემებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს.

ატლასის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (https://www.wri.org/) მხარდაჭერით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა