logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა
„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა
12:16 17.07.2019
„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა. კომპლექსის საზეიმო გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები თუ პარტნიორი ტრანსნაციონალური ბრენდების უცხოური დელეგაციები. 

27068 კვ.მ-ზე განთავსებული „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას, „თიბისი“ ბანკისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქის ფილიალს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.

„ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახლად გაკეთებულ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ არგვეთასთან „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გორის ობიექტის შემდგომ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველო დღითი დღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისთვის და გადამზიდავი კომპანიებისთვის. ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავის ფართო არჩევანი, ელექტრომობილების დამტენი სადგური, რომელსაც „ვისოლი“კომპანია „ი-სპეისთან“ ერთად ავითარებს, სუპერმარკეტი ქართული თუ საკუთარი იმპორტის პროდუქტების ფართო არჩევანით, კაფე უგემრიელესი კულინარიული, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით, ამერიკული რესტორნები ქართულ ნედლეულზე დამზადებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული მენიუთი, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო კუთხე, მოგზაურობისას წასაკითხი წიგნების არჩევანი, ავტომომსახურება, ბანკი, აფთიაქი - ერთ სივრცეში, ეს არის „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების“ ახალი კომპლექსის უნიკალური შეთავაზება მგზავრებისთვის.

„ვისოლ ჯგუფმა“ პირველი „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე 2011 წელს შექმნა, ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა