logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აუდიტის სამსახურმა „ქართულ ოცნებას“ შემომწირველებისთვის გადაჭარბებული თანხის დაბრუნების წინადადებით მიმართა
აუდიტის სამსახურმა „ქართულ ოცნებას“ შემომწირველებისთვის გადაჭარბებული თანხის დაბრუნების წინადადებით მიმართა
19:16 17.08.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის, კანონით დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს გადაჭარბებული თანხის შემომწირველებისთვის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირველობაზე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს გადააჭარბა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან - ფიზიკური, იურიდიული ან მათთან დაკავშირებული პირებისგან იღებენ.

„მათ მიერ ერთი პარტიის საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში არ დაეკისრებათ, თუ მათთვის შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ ცნობილი არ იყო.

„ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად არანაკლებ 5 დღის ვადა განსაზღვროს, რადგან მონიტორინგის ძირითად მიზანს დარღვევების პრევენცია და პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქართულ ოცნებას" აცნობა, რომ მათ კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს გადააჭარბეს.

„2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე, აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან - ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ, სულ შემოწირულების სახით 623,858,75 ლარი მიიღო. შესაბამისად, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებული თანხა 123,858 ლარს შეადგენს“ - აცხადებენ აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

მათივე განცხადებით, დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტს წინადადებით მიმართა - გათვალისწინებული ზღვარის დარღვევით მიღებული შემოწირულება - 123,858 ლარი 5 დღის ვადაში შემომწირველებს უკან დაუბრუნონ.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კოალიციას ყველა პირის, მათ შორის, იმ პირთა სია და მონაცემები გადაეგზავნა, რომელთა მიერ შეწირული თანხების შემდეგ დაფიქსირდა ლიმიტის გადაცილება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნულის შესახებ ასევე, იმ ფიზიკურ პირებსაც აცნობა, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისგან იღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა