logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
კახა კალაძემ მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
13:03 16.07.2019
კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა.

მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თითოეული პროექტი სწორედ ამ ადამიანების ხელით ხორციელდება.

„ესენი გახლავთ ის ადამიანები, რომლებსაც ამ სისტემაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი გააჩნიათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს.

სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს საზოგადოება. მათ არა აქვთ თანამდებობები, ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან - ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ.

ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციაში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლესაც კი.

და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. არ იცნობს საზოგადოება. არ ვიცი, რომელ მათგანზე შევაჩერო ყურადღება. ისინი საოცარი ბიოგრაფიის ადამიანები არიან.

მათი ისტორიები უნიკალური და გამორჩეულია. თითოეული მათგანი არის მაგალითი პატიოსნების, შრომის, ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერების.

მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან. დასაფასებელია ამ ადამიანების მოღვაწეობა.

აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობის 20-25-30-40 წლიანი სტაჟი აქვთ.

აქ რამდენიმე მათგანი არ იმყოფება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

ჩვენ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლითაც ამაყობს თითოეული თბილისელი, თითოეული ჩვენგანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თქვენი დამსახურება და ზუსტად თქვენნაირ ადამიანებზე გადის მათ მომზადება და განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერი 60-ზე მეტ თანამშრომელს შეხვდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა