logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიკროავტობუსები გარეუბანში გადაინაცვლებენ
კახა კალაძე: არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიკროავტობუსები გარეუბანში გადაინაცვლებენ
12:42 16.07.2019
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მიკროავტობუსები გარეუბანში გადაინაცვლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში, ითვალისწინებს მთელი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გადანაწილებას იმგვარად, რომ მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაადგილდება ავტობუსი, ან დღესდღეობით გადაადგილდება და ქმნის შეფერხებებს.

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის განხორციელება, თუმცა სამწუხაროდ, კონკრეტული სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ არასწორმა ინფორმაციამ არ შეიყვანოს შეცდომაში.

ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვიკეთებს კვლევას მთელი ქალაქის მასშტაბით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთან მიმართებაში.

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებს მხოლოდ გარეუბნებში და გარეუბნების მოსახლეობა ისარგებლებს იმ ტრანსპორტით, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მინდა გითხრათ, რომ მიკროავტობუსების გადანაწილება მოხდება ერთიან სისტემაში და არ იქნება გამოყოფილი გარეუბანი და ცენტრალური უბანი.

მიკროავტობუსები ივლიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქუჩის გაბარიტების გამო.

შესაბამისად, მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში.

ჩვენ არასოდეს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად. ეს მიდგომა პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც ითვალისწინებს.

„თვითონ რეფორმას რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვექნება ერთიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი.

ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით სრული პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გვექნება.

ჩვენი სატრანსპორტო რეფორმა კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსს ითვალისწინებს, რაზეც აქამდეც ბევრი გვილაპარაკია.

ახლაც მინდა რამდენიმე დეტალი გაგაცნოთ: დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები.

მათთვის შეიქმნება შესაბამისი საავტობუსო ზოლები, ინფრასტრუქტურა, რათა ამ ზომის ავტობუსებმა შეძლონ უპრობლემოდ და თავისუფლად გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში“, - აღნიშნა მერმა.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კახა კალაძის თქმით, ისინი 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმესია შესაბამისად, მერია აწარმოებს მოლაპარაკებას კერძო კომპანიასთან მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა