logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული ენის კურსები კუმურდოსა და ფოკის ახალგაზრდებისათვის − თეა წულუკიანმა პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
ქართული ენის კურსები კუმურდოსა და ფოკის ახალგაზრდებისათვის − თეა წულუკიანმა პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
10:12 16.07.2019
იუსტიციის სამინისტროს სისტემა ეთნიკური უმცირესობების მეტი ინტეგრაციისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში 2015 წელს ჩაერთო და, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ამ პროცესს დღემდე აგრძელებს. დღეს თეა წულუკიანმა კუმურდოსა და ფოკაში მცხოვრებ 22 მოსწავლეს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში უმასპინძლა. 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიარეს, დღეს კი თეა წულუკიანმა მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მინისტრი ახალგაზრდებს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ოთხი წელია, რაც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან“ თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების სპეციალური კურსები ტარდება. ამ დროისათვის ქართული ენის კურსები იუსტიციის სამინისტროს თანამედროვე ინფრასტრუქტურაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის უკვე 300-მდე მსმენელმა გაიარა.

პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე ზრუნვა და ქართულენოვან საზოგადოებასთან მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა ახალგაზრდებს გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი ჩაუტარეს სხვადასხვა თემაზე, კერძოდ: „იმოგზაურე საქართველოში“, „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“, „ეზიარე საქართველოს“. მათთვის ჩატარდა თვითპრეზენტაციის უნარების ტრენინგიც.

ტრენინგების მიზანი იყო მოზარდებში ქვეყნის უკეთ გაცნობის ინტერესის გაღრმავება, ქართულ კულტურასა და ხალხთან ადაპტაციის პროცესში მათი გაბედულებისა და მოტივაციის გაზრდა, რაც საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდებმა ყვარელში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის − ილია ჭავჭავაძის − სახელმწიფო მუზეუმი, საგვარეულო კოშკი, საცხოვრებელი სახლი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს.

შემოქმედებით-გასართობი ღონისძიების ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ, კახეთის სამზარეულოსა და მევენახეობა-მეღვინეობის საუკუნოვან ტრადიციებს გასცნობოდნენ.

მინისტრთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ წარმომადგენელი მაია გოზალიშვილი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის დირექტორი მარიამ ძაგნიძე და ქართული ენის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი, რომელიც უკვე ათეულობით წელია, ფოკაში ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა