logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს და ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს და ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!
10:00 16.07.2019
“დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა დაასახელეს და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო! - განაცხადა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

15 ივლისს, მიუნხენში გამართული კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე გაირკვა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. საქართველომ ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. სულ ევროპირველობის მასპინძლობისთვის იბრძოდა 7 ქვეყანა: გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და საქართველო. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღეს: საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ და ჩეხეთმა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გასამართი ფლეი ოფის მატჩების მასპინძელი გერმანია იქნება.

„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც მასპინძელს, ამჯერად შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს და ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით წარსდგება.

საქართველოსთვის ევროპის 2021 წლის კალათბურთის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის მინიჭება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა:

იმან, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
იმან, რომ საქართველოში კალათბურთი ტრადიციული სპორტის სახეობაა და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების დროს სპორტის სასახლე სრულად ივსება და რამდენჯერმე დაფიქსირდა ფიბას რეკორდი - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების დროს თბილისში ყველაზე მაღალი დასწრება იყო!

იმან, რომ კალათბურთის ფედერაციას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აბსოლუტურად ყველა უწყება, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ევროპირველობის საორგანიზაციო საკითხებში ჩართვა მოუწევს.

ჩვენ ორგანიზატორებს მივეცით გარანტია, რომ 2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატისთვის თბილისში, დიღმის ახალი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება ახალი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის მიმართ გააჩნია.

სრული მხარდაჭერაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, აღნიშნულ საკითხში პირადად არის ჩართული საქართველო პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ასე წარმატებით წარადგინა საქართველო კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის პრეზიდენტისა და ბორდის წევრების წინაშე” - აღნიშნა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპირველობას წარმატებით უმასპინძლებს და ჩვენი ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა