ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა საქარათველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ის სასულიერო პირებთან ერთად, ტაძრის გუმბათზე
ავიდა და ჯვრის აღმართვის პროცესში ჩაერთო.
როგორც პრეზიდენტმა ჯვრის აღმართვამდე განაცხადა, კომუნისტების პერიოდში „ცეკას მდივნები ადიოდნენ გუმბათზე ჯვრების ჩამოსახსნელად“, ხოლო დღეს, ის ავა გუმბათზე ჯვრის აღსამართად.
პრეზიდენტმა რაბათის ციხის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ქალაქ ლაზიკას მშენებლობა დაიწყება.
ბრინჯაოს ჯვარი, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა, 300 კილოგრამს იწონის და 2 მეტრისა და 14 სმ-ის სიმაღლისაა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დასვენების დღეა.

















