logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით  159 400 ლარი გამოიყოფა
თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა
12:43 10.07.2019
თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება.

„ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ.

აღსანიშნავია, რომ ფიჭვების ხმობის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს დაავადება არის გადამდები. ჩვენ უცხოელ ექპერტებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და მწვანე სივრცეების შექმნა. ამდენად, ზუსტად მსგავსი ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მწვანე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში 20 ჰა ფართობი თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება.

„პროექტის მიხედვით, წელს იმ 12 000 ჰა ტყის ფართობიდან, რომლის ინვენტარიზაცია წელს განხორციელდა, ხდება 20 ჰა ტერიტორიის ბუნებრივი განახლება. ფიჭვები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ხელოვნურად დარგული ხეები, რომლებსაც განახლების უნარი არ აქვთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვიწყებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ თბილისში დაირგოს ისეთი ხეები, რომელიც ბუნებრივია და აქვთ თვითგანახლების უნარი.

შესაბამისად, ეს პირველი საპილოტე პროექტია, რომლის მიხედვითაც 20 ჰექტარ ფართობზე მოხდება ტერიტორიის დამუშავება გერმანელების დახმარებით. მათ შორის, შემოღობვა, რომ ცხოველებმა არ დააზიანონ ნარგავები. ასევე, მოხდება ბუნებრივი შეთესვა, რომ ტყეებმა ბუნებრივად დაიწყონ განახლება და ხელოვნური ტყეები კი მაქსიმალურად, ეტაპობრივად ცავანაცვლოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათლწეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი.

ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ჭარბობს ფიჭვნარი კორომები, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, რის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ითვლება მავნებელ-დავადება, გადამეტებული ძოვება და განახლების ნაკლებობა. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით GIZ-ის გრანტით დაფინანსებული პროექტით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა