logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს  შეხვდა
კახა კალაძე ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა
10:31 09.07.2019
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს ვალერი პეკრესს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში არსებულ გამოწვევებს და პარიზის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტთან.

პირველი, რასაც საუბარი შეეხო, ესაა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, რაც მისასალმებელია, თუმცა ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში არსებულ გამოწვევებზე. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც პარიზს სხვადასხვა მიმართულებით გააჩნია, გავიზიაროთ თბილისში. მათ მხარდაჭერა აღგვითქვეს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მათი მხრიდან თანადგომა გვექნება კონკრეტული პროექტების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შევძლებთ, მათი მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, ერთობლივად განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ კი, ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს შეუძლია, პარიზის გამოცდილება საქართველოს დედაქალაქის განვითარების სამსახურში ჩააყენოს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ხანგრძლივი, ისტორიული და ტრადიციულად ძალიან კარგია. ბედნიერი ვარ, რომ ვმასპინძლობ თბილისის მერს პარიზის რეგიონში. ჩვენ საშუალება მოგვეცა, გვესაუბრა მომავალ თანამშრომლობაზე. ძირითადად ეს ეხება ქალაქისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ჩავაყენოთ საქართველოს დედაქალაქის განვითარების სამსახურში. ასევე, შეგვიძლია დიდი ნახტომი გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან საქართველო უკვე ციფრულ და ტექნოლოგიურ ეკონომიკაში წინწასული ქვეყანაა და შეგვიძლია დიდი დროც მოვიგოთ ამ ახალი ტექნოლოგიების ჩართვით“, - აღნიშნა ვალერი პეკრესმა.

შეხვედრას ილ დე ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა