logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიანა ტრაპაიძის პასუხი ნიკა გვარამიას: ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც, მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს
დიანა ტრაპაიძის პასუხი ნიკა გვარამიას: ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც, მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს
15:23 08.07.2019
„არ გავაგრძელებ დისკუსიას იმ ადამიანებთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია - ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ დღის ამბების წამყვანი დიანა ტრაპაიძე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

„არხის დირექტორმა ღამის ეთერში მოიცალა რამდენიმე სტატუსის განსახილველად. ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, რომ ჩვენი, ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყენაში არც ჟურნალისტიკის და არც მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ - ცალკე აღებული; ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც, მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს - თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს. ეს უპირატესობა საშუალებას მაძლევს არ გავაგრძელო დისკუსია სოციალურ ქსელშიც მათ შორის, - იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია. ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას არ მოაქვს სიკეთე საზოგადოებისთვის, ალბათ უფრო პირიქით. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ვფიქრობ, მიუღებელი იყო საგანგებო განცხადებებში დასჯაზე მინიშნება. ასევე ყოვლად გაუგებარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ხელისუფლების მოვალეობა კანონის უზრუნველყოფაა და ყველას დაცვა აგრესიისა და თავდასხმებისგან. მამუკა ღლონტი ჩემი უფროსი იყო „მაესტროში“ და ის ასე გამოეხმაურა ამ მოვლენებს - „ მორალი ინდივიდუალური რამეა, კანონი კი საერთო“ - რასაც სრულად ვეთანხმები“.

ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით გაბუნიას ბრალი ის არის, რომ „უდონო და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს“.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა