საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში მომღერალი შარლ აზნავური მიიღო.
მუსიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს რეაბილიტირებული
ახალციხის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„როდესაც ჩემს ეროვნებაზე საუბრობენ, ყოველთვის ვამბობ, რომ სომხური წარმოშობის ქართველი ვარ“ - განაცხადა აზნავურმა.
რაბათის გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ საღამოს გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები ფრანგი მომღერლის, წარმოშობით ახალციხელი ეთნიკური სომეხის შარლ აზნავურის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
გუშინვე, ახალციხეში აზნავურის ვარსკვლავიც გაიხსნა.

















