ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines”-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში
ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს.
თბილისი - ელ-ქუვეითი - თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

















