საქართველოში წუხელ მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომის რაიონში, სოფელ თორში იყო.
მიწისძვრა 2,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, რომელსაც მოსახლეობისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.
სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა 21:50 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აღარ განმეორებულა.

















