logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის დასკვნითი კონფერენცია გამართა
კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის დასკვნითი კონფერენცია გამართა
14:18 05.07.2019
კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ დასკვნითი კონფერენცია გამართა. პროექტის ხელმძღვანელებმა 19 თვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან ეტაპობრივ დაახლოებას ითვალისწინებს.

დაძმობილების პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს მიერ სატელეკომუნიკაციო საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს, რომელიც საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ბაზრის ყველა მოთამაშისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც პრაქტიკულ საკანონმდებლო რჩევებს შეიცავს და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. შემუშავდა საჯარო კონსულტაციების წესების დამტკიცების დადგენილებისა და ზოგადი ნებართვის დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტები, მომსახურებების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელ წესებში ცვლილებების პროექტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარედგინა, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი რადიო აპარატურის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით.

ასევე, მომზადდა საერთაშორისო როუმინგის თაობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი. დოკუმენტი შეეხო საერთაშორისო როუმინგული მომსახურების ძირითად პირობებს, მომხმარებელთა ინფორმირებულობას, ქსელის მართვას, ალტერნატიული შეთავაზებებს, „bill shock“-ის თავიდან არიდებასა და საფასურს.

დაძმობილების პროექტი, რომელიც ექვსი კომპონენტისგან შედგებოდა, ევროკავშირის დაფინანსებით 2017 წლის 12 დეკემბრიდან ხორციელდებოდა, რომლის ძირითადი პარტნიორი ლიეტუის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, ხოლო თანაპარტნიორები – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი იყვნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა