აფხაზური მხარის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.
რეგიონში არც საკვების და არც მედიკამენტების მარაგები აღარ არის.
ამოწურულია ცოფის ვაქცინაც, რომელსაც უპატრონო ძაღლებისგან დაკბენილი 4 ადამიანი სასწრაფოდ ითხოვს.
დახმარებას ითხოვენ ონკოლოგიური პაციენტებიც.
„გალის ტერიტორიაზე არის ცოფი და ადამიანებს არ უშვებენ ზუგდიდიში მედიკამენტებისთვის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ავადმყოფები“, - განაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა პირმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

















