logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კორეის რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კორეის რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
12:27 01.07.2019
საგამომცემლო მიმართულების განსავითარებლად საქართველოს პარლამენტში სტამბის მოწყობა მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ სტამბის აპარატურის ნაწილის შესაძენად წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ, 50 ათასი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული თანხით, საელჩოს მიერ შერჩეული კომპანია პარლამენტის მოთხოვნილ აპარატურას შეიძენს.

კორეის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის ფარგლებში სტამბისთვის აპარატურის შესაძენად და პარლამენტისთვის გადმოსაცემად, პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს, კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, კიმ სე ვუნგსა და შპს „პოლიგრაფს“-ის დირექტორ, გოჩა კამკამიძეს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართა.

„ეს იქნება სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი სტამბა, რომელიც პარლამენტს გაზრდილი ფუნქციებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე, მის საქმიანობაში შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კორეის მთავრობა სტამბის შექმნაში მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და ჩვენს მიერ მოთხოვნილი აპარატურის ნაწილს საჩუქრად გადმოგვცემს. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით, კორეის მთავრობა კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობით, სექტემბრის შუა პერიოდში მოგვაწვდის აპარატურის ნაწილს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე შეძენილი სტამბის მოწყობილობებთან ერთად, სრულფასოვანი საგამომცემლო საქმიანობის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სტამბა პარლამენტს დაეხმარება მისი ყოველწლიური ანგარიშების, მუდმივმოქმედი საბჭოების, კომიტეტების, სასწავლო და კვლევითი ცენტრების საქმიანობების ამსახველი მასალების გამოცემაში, სხვადასხვა სახის ბროშურების და საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის უკეთ წარმოჩენას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სტამბის კომპიუტერული ლაბორატორიის აღჭურვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.

„სტამბის ფუნქციონირება, ერთის მხრივ, გააძლიერებს პარლამენტს როგორც ინსტიტუტს და იგი ასევე უპასუხებს იმ ვალდებულებებს და გამოწვევებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ ღია მმართველობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად აიღო“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა