20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ერთ-ერთი
მოქალაქე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და მისი მდგომარობა სტაბილურია.ჯამში კლინიკებში სულ 6 ადამიანი რჩება, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
დამაკმაყოფილებელია თურქეთის კლინიკებში მყოფი 2 სამართალდამცველის მდგომარეობა.
რუსთაველის აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში ჯამში 240 ადამიანი მიიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელი.

















