დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო
პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!
ეს პროგრამებია:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 - 40 გამარჯვებული
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020 – 1 გამარჯვებული
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 – 5 გამარჯვებული
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019 – 9 გამარჯვებული
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) 2019-2020 -
48 გამარჯვებული
საკონკურსო პერიოდში დარეგისტრირდა 983 აპლიკანტი, 103 კი შეირჩა საკონკურსო პროცესში. (იხ. ბმული: http://iec.gov.ge/4364). მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდება ცენტრის 40-მდე მიმდინარე გრანტის მფლობელს.
მიმდინარე ოთხი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, აღნიშნული პროგრამებია:
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 (7 სტიპენდიატი)
აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)
აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 (5
სტიპენდიატი) ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 (10 სტიპენდიატი)
საერთო ჯამში 2019-2020 სასწავლო წელს ცენტრი გასცემს 170-მდე სტიპენდიას, რის შედეგადაც, 2014-2019 წლების მონაცემების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების რაოდენობა 850-მდე მიაღწევს.
მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

















