logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 „დანერგე მომავალი“ - კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა
„დანერგე მომავალი“ - კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა
14:38 26.06.2019
დღეს, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ხარგელიამ, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტში შესული ცვლილებები გააცნო.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილების და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ხეხილის ბაღების თანადაფინანსების ახალი ქვეკომპონენტი -„კენკროვანი კულტურები“ - ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში გაშენების დაფინანსებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამა მცირემიწიან ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღონ სარგებელი.

ფერმერები, რომლებიც შესაბამის ტესტირებას გაივლიან და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ 100 %-იან დაფინანსებას მიიღებენ.

ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში კი - ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

პროექტი მიზნად ისახავს მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებულის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

დაინტერესულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა