logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ლოიალობის პროგრამა დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ლოიალობის პროგრამა დაიწყო
12:26 26.06.2019
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოიალობის პროგრამას იწყებს. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.

სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი: “ჩვენი ლოიალობის პროგრამა , ორ მიმართულებას მოიცავს: პირველი - ეს არის ჩვენი ლოიალური კლიენტების წახალისება და მათთვის გრძელვადიანად განსაკუთრებული პირობების შეთავაზება. უკვე ერთი წელია ჩვენს ერთგულ კლიენტებს დაზღვევაში გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი (10%-მდე) უგროვდებათ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. და მეორე, ახალი მიმართულება - როცა აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს დამატებით ვაძლევთ საშუალებას , თანხა ჯანსაღი ცხოვრების წესითაც გამოიმუშავონ. თანხა ეკომონეტების სახით გროვდება და მისი დახარჯვა დაზღვევაშია შესაძლებელი. ეკომონეტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს დაზღვეულებში და დარწმუნებულები ვართ, ეს სიახლე - წახალისება ეკოქცევებით - ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს მათ.“

ეკოქცევა 5 ეკოაქტივობას მოიცავს:

ვარჯიში

10 ათასი ნაბიჯი დღეში

2 ლიტრი წყალი დღეში

ველოსიპედის შეძენა

ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი

მეორე და მთავარი სიახლე ის არის, რომ ეკოქცევით თანხის გამომუშავება არამხოლოდ ჯიპიაი-ს დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების ვალუტის - ეკომონეტების გამომუშავება ეკოქცევების აპლიკაციით დაფიქსირებით ხდება. MyGPI ხელმისაწვდომია როგორც IOS , ისე Android მომხმარებლებისთვის და საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, რომ დაგროვება იმავე დღეს დაიწყოს.

ჯიპიაი ჰოლდინგი ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს ამ იდეის გარშემო.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „ეკოისტების მოძრაობა იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისთვისაც გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ჩვენ კამპანიის ფარგლებში ეკოისტური სულისკვეთების კომპანიების გაერთიანებაც შევძელით: წყლის ბრენდი „სნო“,ფიტნეს ცენტრი „ასპრია“,სპორტული მაღაზიების ქსელი „ექსტრიმი“ და ტექინსპექტირების ცენტრი - „ქვიქტესტი“ მადლობა გვინდა მათ გამოვუცხადოთ, რომ გვერდში გვიდგანან ამ საქმეში და თავადაც ჩართული არიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში.

ეკოისტობის იდეის პოპულარიზებაში ჩვენი ეკოჯარისკაცები დაგვეხმარებიან. თითოეული ეკოქცევას საკუთარი ეკოჯარისკაცი ჰყავს - ეს ის ხალხია, ვინც იბრძვის გარემოს დაცვისთვის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ეკოჯარისკაცებს“:

დათა ქაჯაია: ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი, 4 გზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიის პრიზიორი დათა ქაჯაია საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციას ეწევა
გიგა მაქარაშვილი: სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც უკვე სამი მსვლელობა მოაწყო ფეხით. ბოლო „თავისუფლების მარში“ 26 მაისს მესტიაში დაასრულა და ამ დროის განმავლობაში 2მილიონზე მეტი ნაბიჯი გაიარა.

სალომე კასრაძე: ვლოგერი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და სამოქალაქო აქტივისტი. სალომე არის პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც ფართო აუდიტორიითვის თავის მოვლას და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პროპაგანდას.

გამეზა: მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი, ანტიშფოთის იდეის შემქმნელ-მატარებელი, ველოსიპედით მოძრაობის მოყვარული;

მელი ბაღდავაძე: კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, კანის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სარეკლამო ფესტივალებზე და ამავდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირობო მიმდევარი;
ეკოისტების მოძრაობის აქტივობა ფეისბუქ ჯგუფში ეკოისტები | Ecoists გაიშლება, რომელიც იქნება სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გასააქტიურებლად. ჯგუფი ეკოისტებს გააერთიანებს და სხვადასხვა სასარგებლო წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს. ჯგუფში გაწევრიანება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩართვა ყველას შეუძლია.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19.6% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 700 ადამიანი მუშაობს საქართველოს 7 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა