logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი: აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი
ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი: აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი
09:29 26.06.2019
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასპინძლობს სოციალურ ქსელ twitter-ში საკუთარ შთაბეჭდილებებზე წერს:

„მოხარული ვარ, რომ მოვინახულე საქართველოს ეროვნული მუზეუმი აღმოსავლეთპარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში და აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი. მუზეუმში ვიზიტს მოჰყვა კონცერტი მუზეუმის ეზოში ევროპაკულტურისთვის
ევროპისმომავალი“ - წერს ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელმაც მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია - „ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით“ გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში ტიბორ ნავრაჩიჩი „ფაბრიკაში“ გამართულ „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობას – 2019“ დაესწრო, სადაც ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებულმა ყველა ქართველმა ბენეფიციარმა საკუთარი ორგანიზაცია და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები წარმოადგინა.

ბაზრობაზე წარმოდგენილები იყვნენ: თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი; კინოფესტივალი CinéDOC; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; Sofa - კინოაგენტების სკოლა; გამომცემლობა აგორა; გამომცემლობა ელფი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA; თბილისის არქიტექტურის ბიენალე; საქართველოს მუზეუმების ასოციაცია; საქართველოს კარიტასი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ისრაელის სახლი; ფესტივალი SOU; Public Art Platform; ჯადოსნური ლამპარი რუსთავი
.
როგორც ტიბორ ნავრაჩიჩმა განაცხადა, კონფერენცია სწორედ ევროპულ, ქართულ ღირებულებებს ეხებოდა, რითაც ძალიან კარგი საფუძველი ექმნება განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, მისი შეფასებით ქართველები ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი და ნიჭიერი ხალხია. მან დადებითად შეაფასა წარმოდგენილი პროექტები და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდ წვლილს შეიტანს ევროპული კულტურის გამდიდრების საქმეში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა