logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
18:35 25.06.2019
თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„ყველას გვახსოვს, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნული მონუმენტის ირგვლივ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები და ხელოვნული ტბა. მონუმენტი, რომელიც გაძარცვული იყო, შარშან აღვადგინეთ. სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯება, ნოემბერში უნდა დასრულდეს. ყველანი ხედავთ, თუ როგორი ტემპისა და მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილზე. ეს მაგისტრალიც მთლიანად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ყველანაირად განახლდება ევროპის ქუჩა, რომელიც აეროპორტისკენ მიდის. ჩვენს ქვეყანას ბევრი ტურისტი სტუმრობს და ქვეყანასთან, ქალაქთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებები სწორედ აეროპორტიდან ექმნებათ. შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თარგების რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია დენდროლოგიური სამუშაოები, სარწყავი სისტემისა და გარე განათების მოწყობა. ასევე, მოეწყობა დეკორატიული აუზი, სპეციალური ჯიხური დაცვის სამსახურისთვის და ტექნიკური სათავსო, სადაც ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა დამონტაჟდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დენდროლოგიური ნაწილი ნოყიერი მიწის შეტანას, 380 ახალი ხე-მცენარისა და ბუჩქის დარგვას ითვალისწინებს, მათ შორის, ძახველი, ლეკის ხე, ტირიფი, სოფორა, ნეკერჩხალი, ამბრის ხეფშატი, არღავანი, ბაბილონის ტირიფი, ქვამუხა და სხვა. ამასთანავე, 24 000 კვ.მ-ზე ბალახი ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება.

ამ ეტაპისთვის, ტერიტორიაზე დემონტაჟის სამუშაოები დასრულებულია და ვერტიკალური გეგმარება მიმდინარეობს. დაცვის ჯიხურისა და აუზისთვის კი ბეტონის საფუძვლები მოეწყო.

მონუმენტის მიმდებარედ თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ბურდულაძე იმყოფებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა