logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო ინვაზიური სახეობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს
საქართველო ინვაზიური სახეობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს
16:05 25.06.2019
საქართველო ინვაზიური სახეობების შესახებ სამუშაო ჯგუფის მეცამეტე შეხვედრას მასპინძლობს.
შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ინვაზიურ სახეობებთან ბრძოლის კუთხით, ასევე განიხილავენ ინვაზიურ უცხო სახეობებთან დაკავშირებით ევროპული სტრატეგიის დანერგვის საკითხს და ინვაზიური უცხო სახეობების შესახებ ახალ სახელმძღვანელო დოკუმენტებს.

„ინვაზიური სახეობების გავრცელება ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევა. ჩვენი, როგორც გარემოს დამცველების ვალდებულებაა შევამციროთ მათი გავრცელება. ამისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვარ, რომ საქართველო მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც მნიშვნელოვანი გამოწვევები და მათი დაძლევის საკითხები განიხილება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრას ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციისა (ბერნის კონვენცია) 21 ხელმომწერი ქვეყნის დელეგატი ესწრება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებისთვის მტირალას ეროვნულ პარკში საველე ვიზიტი გაიმართება.

საქართველოში ბერნის კონვენციის დანერგვა 2008 წლიდან დაიწყო.

ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები, დაიცვას და შეინარჩუნოს ეროვნული და საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ძალისხმევით, ქვეყანაში შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი“, რაც ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი არეალების დაცვას და შენარჩუნებას ემსახურება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა