logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი მეხანძრე-მაშველები საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან
ქართველი მეხანძრე-მაშველები საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან
16:06 25.06.2019
საქართველოში სტუმრად საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისია იმყოფება. მისიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილს შეხვდენენ. შეხვედრაზე საუბარი INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში ქართული მხარის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის შემდეგ სტუმრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიტუაციურ ოთახს ესტუმრნენ, სადაც სამსახურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მოინახულებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზას . ასევე, გაეცნობიან სამსახურის მიერ საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის, INSARAG -ისათვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციანი ჯგუფის მომზადების დონეს და შესაძლებლობებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) – INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება სამსახურის სამაშველო ჯგუფისთვის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.

აკრედიტაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლები საქართველოში ა.წ. 20-24 მაისს იმყოფებოდნენ და სამსახურის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. მათი საბოლოო ანგარიში და სამოქმედო გეგმა სამსახურმა უკვე მიიღო.

საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისიის ვიზიტი საქართველოში 28 ივნისამდე გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ღიბრაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა