logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
13:08 25.06.2019
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ზარალის აღმოფხვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში ათივე რაიონის გამგეობა აქტიურადაა ჩართული.

ისნის რაიონში, ირბახის ქუჩის N18-ში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი უსაფრთხოების მიზნით, რაიონის გამგეობამ სასტუმროში გადაიყვანა. ამავე მისამართზე დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანაც. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის დახმარებითაც, სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე მუშაობენ. ქუჩები ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაქცეული ხეებისგან და ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ადგილზე მუშაობენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები. ასევე, მობილიზებულია ტექნიკა.

უამინდობის დრო  დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ასევე, რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, რეაგირება უმოკლეს დროში განხორციელდა.

გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში ხეები მოტეხა, რომლის დროსაც, რამდენიმე ავტომანქანა და გაზის მილი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახების დახმარებას გამგეობები უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა