logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
EPPO-ის  გენერალური დირექტორი: ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება  სამაგალითოა
EPPO-ის გენერალური დირექტორი: ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება სამაგალითოა
12:42 25.06.2019
საქართველოში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სპეციალისტები იმყოფებოდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტებმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიმდინარე შეწამვლის სამუშაოების, მონიტორინგის, მოსახლეობის ინფორმირების, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შესახებ, დაათვალიერეს ადგილზე მობილიზებული ტექნიკა და აღჭურვილობა. ორგანიზაციის წევრები ველზე გაეცნენ მონიტორინგის სისტემებსა და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებს.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წამყვანი სპეციალისტების შეფასებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება და სტრატეგია სამაგალითოა და მნიშვნელოვანია მოხდეს მისი გაზიარება ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ, რადგან აღნიშნული მავნებლის გავრცელების საფრთხე საკმაოდ დიდია. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია (EPPO) მზად არის საქართველოს შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმა შესთავაზოს.

„ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ისწავლოს საქართველოს გამოცდილებიდან. მისაბაძია, თუ როგორ აწვდით მოსახლეობას ინფორმაციას შეტყობინებისა და ვიდეორგოლების საშუალებით. ფაროსანასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სახელმწიფო კამპანია, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და საყოველთაო პასუხიმგებლობა“,- განაცხადა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO ) გენერალურმა დირექტორმა, ნიკო ჰორნიმ.

„ძალიან შთამბეჭდავია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის თქვენი სტრატეგია. ჩვენთვის სამაგალითოა საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის თქვენი მიდგომები. მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესოა თქვენი გზავნილების სისტემა, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობა, ჯგუფების მობილიზება და გადანაწილება სხვადასხვა ლოკაციაზე“, –აღნიშნა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორის ასისტენტმა ფრანსუაზა პეტერმა.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტები ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია ენდემურ და ეგზოტიკურ მცენარეებზე მავნებლების ზეგავლენისა და ბრძოლის მეთოდების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა