logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველი ჩაერთვება გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით
ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველი ჩაერთვება გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით
17:51 24.06.2019
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურატურის მზადყოფნას – 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო უფლებამოსილებით ჩართვასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მის აპარატს სრული წვდომა ექნება მიმდინარე გამოძიების მასალებზე.

სახალხო დამცველი დიდი ხანია ითხოვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აუცილებელია გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის განსაკუთრებული კატეგორიის საქმეებზე დაშვების უფლებამოსილებას და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და დამოკიდებული საქართველოს პროკურატურის მიერ საგამონაკლისო და შერჩევითი წესით გამოხატულ კეთილ ნებაზე. თითოეულ მოქალაქეს სახალხო დამცველისგან თანაბარი მოლოდინები და იმედი უნდა ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ჩაერთვება გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით და მისი ჩართულობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, სადაც მოწვეულნი იქნებიან ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები. სახალხო დამცველი თავის საქმიანობას წარმართავს აღნიშნულ ჯგუფთან კონსულტაციის და მათთვის გამოძიების თაობაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაციის მიწოდების გზით.

ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არა მხოლოდ 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ, შეისწავლოს და შეაფასოს ქვეყანაში აქციების მართვასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია როგორც აქციების/კონტრაქციების მართვასთან, ისე მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართებითაც, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს არამარტო პროკურატურას, არამედ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა უწყებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოს სახალხო დამცველთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა