logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მანანა ელიაშვილის თქმით, „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე ფიზიკურმა ზეწოლამ სისტემატური ხასიათი მიიღო
მანანა ელიაშვილის თქმით, „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე ფიზიკურმა ზეწოლამ სისტემატური ხასიათი მიიღო
12:09 16.08.2012
სააგენტო „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტების გამოუძიებლობისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო, ძალადობამ ყოველკვირეული ხასიათი მიიღო  - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ინფო9“-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, ლანჩხუთში სააგენტოს ოპერატორის დავით ჩავლეიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრისას.

მისი თქმით, ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით, თუმცა, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის მიუხედავად, პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინა.

ელიაშვილის ინფორმაციით, დავით ჩავლეიშვილი, რომელიც თავის არეში მიყენებული დაზიანებებით გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე სახლშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად და საქმის შემდგომი სამართლებრივი წარმართვისთვის, შესაძლოა, დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

„ჩვენ ყველა საქმეს ბოლომდე გავყვებით. თუ ეს დაუსჯელობა გაგრძელდება და ჟურნალისტებზე ზეწოლა ტრადიციად იქცევა, თუ საქართველოში ვერ მივაღწევთ ვერაფერს, იმედია დამნაშავეები საერთაშორისო სამართლის ძალისხმევით მაინც დაისჯებიან“ - განაცხადა ელიაშვილმა.

მისი თქმით, „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის თუნდაც რომელიმე ფაქტზე რეაგირებისა და დამნაშავეების დასჯის შემთხვევაში, ახალი ფაქტი აღარ მოხდებოდა.

„ყოველ კვირა ახალ-ახალი ფაქტი ემატება. ხვალ იწურება 10 დღიანი ვადა, როდესაც ჩვენს მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორის კომისიასა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეტანილ განცხადებაზე პასუხი უნდა მივიღოთ“ - აღნიშნა ელიაშვილმა.

15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, "ინფო9"-ის ჯგუფის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დარტყმის შედეგად ოპერატორს კამერა სახეში მოხვდა, რის გამოც მარჯვენა თვალი დაუზიანდა და მას, ასევე, თავი აქვს გატეხილი.

ინციდენტი „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფის მიერ, გამგეობის შენობიდან საჯარო მოსამსახურეების მიკროავტობუსებით ბათუმში კონცერტზე ორგანიზებული გადაყვანის ფაქტის გადაღებას მოჰყვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა