ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და
სპორტის სამინისტრომ ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება დაიწყო რომლის მიზანს, ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობის გაწერა წარმოადგენს, რომლებიც ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხებში დაბადებიდან სკოლაში მისვლამდე არიან ჩართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულ მხარეებთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილებაზე, დოკუმენტის ფორმატზე და სტრუქტურაზე იმსჯელა.
უმნიშვნელოვანესია, რომ დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი განათლება/განვითარების მიმართულებით დარეგულირდება როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების ვალდებულებები. კერძოდ, გაიწერება ყველა იმ უწყებების პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება როგორც ბავშვის დამატებითი მომსახურებას, ასევე ბაღის ადმინისტრაციას, აღმზრდელს, დამატებით სპეციალისტებს და სხვა.
ხაზგასასმელია, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით, დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან ერთად ჩართულია ორი ადგილობრივი ექსპერტი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

















