რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებიდან გამომდინარე, გარბენი „თბილისი“,
რომელიც 23 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთაველის გავლით, უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"მარათონის გამართვის ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას" - წერია განცხადებაში.

















