ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი გამოეხმაურა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე
პეტრეს განცხადებას, თითქოს 20 ივნისის ღამეს ქაშვეთის ეკლესია დაკეტილი იყო.
დეკანოზ ელიზბარის თქმით, ეს არის დეზინფორმაცია და დილის 6 საათამდე ტაძარი ღია იყო.
"ორი დღეა ვრცელდება დეზინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს ქაშვეთის ეკლესია დაკეტილი იყო. ეს არის სრული სიცრუე, აბსოლიტური სიცრუე. ქაშვეთი იყო ღია. აქ დახმარებაც კი აღმოუჩინეს ერთ-ერთ დაჭრილს. აქ იყო სამღდელოება, მამა ლიზბარი და სხვებიც. ამის ტირაჟირება სულაც არ მიკვირს, ეკლესიის მტრები ამას იყენებენ, მაგრამ ყველაზე უფრო გასაკვირი და გულსატკენი არის ის რომ ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე. დიდი გულისტკივილით მიხდება ამის თქმა. სამწუხაროდ, მე არ ვიყვი თბილისში და ვერ მოვახერხე აქ მოსვლა. მაგრამ ეს დეზინფორმაცია აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან წაძარი იყო ღია და დილის 6 საათზე, როდესაც ყველაფერი შედარებით მიწყნარდა, ტაძარი დაიხურა" - განაცხადა დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა.

















