logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"ღირსების მარში" გადაიდო
"ღირსების მარში" გადაიდო
12:30 22.06.2019
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვყანაში არსებული ვითარების გამო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში დროებით გადაიდო.

ორგანიზატორები "ფეისბუქზე" განცხადებას ავრელებენ.

"რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი პრაიდის გუნდმა გადავწყვიტეთ, რამოდინიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გავაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. თბილისი პრაიდი წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა.

თუმცა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. არ მივცემთ პრო-რუსულ, ნეო-ფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროის განმავლობაში მთავრობასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები რიგ პოლიტიკის საკითხებზე, რომელსაც გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ლგბტქი თემის მდგომარეობა იყოს განხილული უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს მომავალში თემის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კონკრეტულად კი შემდეგი მიმართულებით:

მოხდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების გამარტივება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას;
შეიქმნას სახელმწიფო თავშესაფარი ლგბტქი ადამიანებისათვის;

პრემიერ მინისტრის კაბინეტში შეიქმნას ახალი პოზიცია, რომელიც ინტერსექციულად იმუშავებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან ლგბტქი ადამიანების თანასწორობის საკითხებზე;

ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნები და ამოცანები გაიწეროს შესაბამის სამთავრობო სამოქმედო სტრატეგიებსა და გეგმებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩვენ გუნდს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია: ცდილობდნენ ჩვენ დაშინებას, გვივარდებოდნენ პირად სივრცეებში, გვამყოფებდნენ ალყაში, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, საფრთხეში აღმოჩნდნენ ის ლგბტქი ადამიანებიც, ვისაც არ ჰქონდა პირდაპირი შეხება თბილისი პრაიდთან. აღნიშნულ პროცესში შესამჩნევი იყო სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებისა და ეფექტურობის ნაკლებობა, რამაც უკანასკნელ დღეებში სიტუაციის ესკალირება განაპირობა.

სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო მზადაა უმოწყალოდ დაარბიოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლიანად გამოსული მოსახლეობა, მაგრამ არ სურს რუსული ფულით დაფინანსებული რადიკალური ჯგუფებისაგან დაიცვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და მათი მხარდამჭერები.

აქვე გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ ათასამდე ადამიანს ვინც უკვე დარეგისტრირდა ღირსების მარშზე მონაწილეობის მისაღებად! თემის წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში გვამხვნევებდნენ და გვერდში გვედგნენ! და გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენ საერთაშორისო მხარდამჭერებს და აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან! მადლობა სოლიდარობისთვის! " - წერია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა