საქართველოში ერდღიანი საინფორმაციო ვიზიტით, გერმანიის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო მდივანი თომას ილკა იმყოფებოდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან, ასევე, სადაზღვევო კომპანიების, საავადმყოფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაცნობა იყო.
საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრებზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილებოდა.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის, სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და ჰუმანიტარული კუთხით დახმარება გაუწია.
დელეგაციის ვიზიტის დროს, მომავალი თანამშრომლობის შესაძლო სფეროდ ჯანდაცვის ხარისხის მენეჯმენტი დასახელდა.

















