logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აღდგება ნორმა, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში მოქალაქეები ვერ შესახლდებიან
აღდგება ნორმა, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში მოქალაქეები ვერ შესახლდებიან
12:02 19.06.2019
ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი საკანომდებლო ინიციატივით, აღდგება 2009 წელს გაუქმებული ის ნორმა, რომლის საფუძველზეც, დასრულებულ მშენებლობაში, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მოქალაქეები ვერ შესახლდებიან.

სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაში ჩართულ მხარეებსმადლობა გადაუხადა დაიმედი გამოთქვა, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოწესრიგდება.

„გასულ ზამთარს ბუნებრივი აირის აფეთქების რამდენიმე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევების შედეგად,გვყავდა დაშავებულები და დაღუპულები.საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ეს შემთხვევები მოხდა, შესახლებული იყვნენ ადამიანები, თუმცა შენობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. ეს ნორმა 2009 წელს გაუქმდა და სწორედ მაშინ გახდა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. ვფიქრობ, აღნიშნული ნორმა თავის დროზე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნითგაუქმდა, რომ ამ მიმართულებითპრობლემა არ შექმნილიყო, თუმცა უკვე ათი წელი გავიდა და იკვეთება, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნორმა, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, ძალაში დავაბრუნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო ზედამხედველობის ის ნაწილია, რომლითაც დგინდება, რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. სამშენებლო პროექტი კი გაცემული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როცა შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში, როდესაც მშენებლობის ახალ ნებართვებსგავცემთ, დასრულებულ შენობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს მოქალაქეების შესახლება, რაც ის ექსპლუატაციაში იქნება მიღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა