logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება
საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება
11:40 19.06.2019
საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება. ამ მიზნით,ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ის ექსპერტები საქართველოს ივლისში ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ივლისიდან აქტიურად დაიწყება და წლის ბოლომდე ქვეყანას კონკრეტული შედეგი ექნება.

საუბრისას, დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და IOHK-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია და განათლების რეფორმის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან პარტნიორობა მისასალმებელია.

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ჩარლზ ჰოსკინსონი დარწუნებულია, რომ პარტნიორობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება და წარმატებული თანამშრომლობა შედგება კაპიტალის ბაზრების, ჯანდაცვის სფეროსა და ანგარიშსწორების სისტემების მიმართულებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა