თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის
შეწყვეტი მიზეზი ახლადაშენებული სამარაგო რეზერვუარის - „ვაზისუბანი I“-ის წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 აგვისტოს 12:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ურიდიას, ხუდადოვის, მარუაშვილის, სამშვილდის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის და აგარის ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა ამავე საათებში ცხრა ძმის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, ლამის, თამარაშენის, სააკაძის, ასპინძის, მრელაშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, გუჯარეთის, მელაანის, ფერმო ავლაბრის, კობარეთისა და აწყურის ქუჩების ნაწილს, ავლაბრისა და „მეტრომშენის“ დასახლებებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდების ხანგრძლივობა ვაზისუბნის მ/რაიონებს, მოსკოვის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს შეუმცირდება, №1 კლინიკური საავადმყოფო კი წყალს დაბალი წნევით მიიღებს.
ვაზისუბანში მდებარე 7 500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარის სრული რეკონსტრუქცია კომპანიამ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, სასმელი წყლის დამატებითი მოცულობების შექმნის მიზნით განახორციელა.
„ვაზისუბანი I“ ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში გავა.

















