logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებულმა დევნილებმა ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს
სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებულმა დევნილებმა ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს
17:21 15.08.2012
სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებულმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან დალი ხომერიკთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს.

დევნილებმა მინისტრთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ხომერიკი ამჟამად შეხვედრებს რეგიონებში მართავს. აქციის მონაწილეები მის მოადგილეს გიორგი ჟღენტს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრიდან შემდეგ დევნილებმა „ნიუსპრესს“ განუცხადეს, შეხვედრაზე ლტოლვილთა სამინისტროს იურისტი ირაკლი პატრიაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც დევნილებს განუცხადა, რომ მათ საცხოვრებელი ფართები არ ეკუთვნით.

„პეტრიაშვილმა პირდაპირ განგვიცხადა, რომ იურიდიულად საცხოვრებელი ფართები არ გვეკუთვნის, რადგან კომპენსაციის მიღებას ხელი მოვაწერეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ საცხოვრებელი ფართები თბილისში ალექსეევკის დასახლებაში გვეკუთვნოდა. ამის შესახებ კი გამოსახლების დროს ჩვენთვის არავის უთქვამს“ - განაცხადეს დევნილებმა.

მათივე თქმით, სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლების დროს რუსთავში არ არსებულ ფართებს სთავაზობდნენ, თბილისში გამოყოფილი ფართის შესახებ კი, სამინისტროს წარმომადგენლებს არაფერი უცნობებიათ.

„დღევანდელ შეხვედრაზე იურისტმა გვითხრა, რომ ალექსეევკის დასახლებაში დევნილებისთვის 3 კორპუსის გამოყოფის შესახებ დოკუმენტაციაც არსებობს, რომლის გამოთხოვაც განცხადების საფუძველზეც შეგვიძლია“ - აღნიშნეს დევნილებმა.

მინისტრის მოადგილე დევნილებს დაჰპირდა, რომ შეისწავლიან იმ მოქალაქეების საქმეს, რომლებმაც კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადეს და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გასული წლის აგვისტოში გამოსახლებულმა დევნილებმა საცხოვრებელი ფართების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქცია ვაჟა ფშაველას გამზირზე - იმ ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც სასტუმრო მდებარეობდა. შემდეგ კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა