15 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სახალხო ღონისძიებაზე მიმდინარე აქტივობებს დაათვალერებს.
15-16 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება.
მასშტაბური ღონისძიების მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები არიან.
„უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: დარგობრივი კონფერენცია „Expert to Expert talks“, სახალხო ღონისძიება და Skills4Georgia talks.

















