ენერგოსექტორში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ და ზეგ ელექტროენერგიის მიწოდება თეთრიწყაროს, ჭიათურისა და საჩხერის რაიონის სოფლებს შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცნობეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების 3 890 აბონენტს ელექტროენერგია ხვალ 10.00 საათიდან 20.00 საათამდე არ მიეწოდება.
17 აგვისტოს 09.00 საათიდან 18.00 საათამდე დენის მიწოდება შეეზღუდება საჩხერის რაიონის სოფლებს - ქორეთს, სარეკს და ჭორვილას, სულ 4 200 აბონენტს, ხოლო ჭიათურის რაიონში, დარკვეთს, ზოდს და ბუნიკაურს–საერთო ჯამში 6 500 აბონენტს.

















