logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
VINITECH-ის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს
VINITECH-ის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს
15:15 14.06.2019
„საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და საფრანგეთის ბორდოს რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იღებენ. ბორდოს რეგიონი თანამედროვე მეღვინეობის მსოფლიო ცენტრია და, შესაბამისად, დელეგაციის ვიზიტს და ერთობლივი კონფერენციას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა VINITECH-ის ინოვაციური ტურის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე „თქვენს საქმიანობაზე მორგებული ფრანგული გამოცდილება და ინოვაცია“.

ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ღვინის წარმოების და ექსპორტის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ვენახების გაშენებისა და სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის წარმოების უძველესი კერაა, შესაბამისად, ის ძალიან საინტერესოა ბევრი მკვლევარისა და მეცნიერისთვის. ბორდოს რეგიონი პირველად აწყობს გასვლით ტურს და სიმბოლურია, რომ პირველი სწორედ საქართველოა. მათთვის საინტერესოა ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ინოვაციების ჩამოტანა. ბორდო თანამედროვე მეღვინეობის ცენტრია, ლიდერია მეღვინეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით; ამდენად, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და ფრანგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მევენახეობაზე კლიმატის გავლენის, ირიგაციის ახალი მეთოდების საჭიროების, რთვლის საუკეთესო დროის შერჩევის და მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები განიხილეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა