logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ს საზაფხულო სკოლაში სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალურ კურსს გაივლიან
თსუ-ს საზაფხულო სკოლაში სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალურ კურსს გაივლიან
14:46 14.06.2019
სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები „რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების“ კურსს გაივლიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების და კონფლიქტების ანალიზის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეხუთე ნაკადია თსუ საზაფხულო სკოლაში მონაწილე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა. საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად 30-მდე ამერიკელი სტუდენტი მონაწილეობს. ლექცია-სემინარებს თსუ-ს წამყვანი პროფესორები ატარებენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი; საქართველო და რეგიონული პოლიტიკა; საქართველოს ადგილი კავკასიის რეგიონში; საქართველოს ენერგოპოლიტიკა; საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა; საქართველო რელიგიის კონტექსტში; საქართველო და ევროკავშირი; აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი; ადამიანის უფლებები საქართველოში და სხვა.

თსუ კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ გუგული მაღრაძის თქმით, „თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტების გაცვლას. უკვე მეხუთე თაობაა სტუდენტებისა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, რომელიც ჩამოდის ჩვენს საზაფხულო სკოლაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სტუდენტები ხვალ-ზეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავებენ - სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და სხვა, რაც ძალიან კარგია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ამერიკელ სტუდენტებს აქვთ ძალიან კარგი კონტაქტი ქართველ სტუდენტებთან, გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, ასე, რომ საზაფხულო სკოლა თსუ-ში ძალიან ნაყოფიერ საქმეს ეწევა ამ მიმართულებით".

სტუდენტებს დასაწყისშივე ეკითხებათ შესავალი კურსი საქართველოს ისტორიაში. გარდა სალექციო კურსებისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო ცენტრებთან, დევნილი მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ ექსპერტებთან.
„ვსწავლობ კონფლიქტის ანალიზის და მართვის საბაკალავრო პროგრამაზე, არაბისტი ვარ სპეციალობით. საქართველოს რეგიონი ყველაზე ახლოს არის არაბეთის რეგიონთან და ამიტომ ჩემმა პროფესორმაც მითხრა, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. საქართველო ძალიან სწრაფად მიდის ევროპისკენ და ევროკავშირისკენ, ამიტომ დავინტერესდი საქართველოთი“, - განაცხადა ამერიკელმა სტუდენტმა ჯოშუა შიველმა.

დაგეგმილია ფართო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ საქარეთველოს სხვადასხვა რეგიონში და გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. საზაფხულო სკოლა 30 ივნისს დაიხურება.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა